29 სექტემბერი 2024,   03:13
ვრცლად
ჩეხეთში რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა

ჩეხეთში რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. შემთხვევა ქალაქ პარდუ-ბიცეში მოხდა.

სამგზავრო მატარებელი სატვირთო შემადგენლობას შეეჯახა და ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები. რამ გამოიწვია ავარია - მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები