29 სექტემბერი 2024,   02:42
ვრცლად
თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი მიმდინარეობს.

“ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“, - ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარი თემები არის ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

ფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

“ჯანსაღი ქალაქი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ხედვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც გვაკისრია მოსახლეობის წინაშე, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ მიზანია, ასევე შეიქმნას ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობები, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები