29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ილონ მასკი აზიარებს განცხადებას, სადაც პედიატრთა ამერიკული კოლეჯი არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის შეწყვეტას ითხოვს

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პედიატრთა ამერიკული კოლეჯის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ჯილ სიმონსის განცხადებას სოციალურ ქსელში აზიარებს და მას მიესალმება.

პედიატრთა ამერიკულმა კოლეჯმა (ACPeds), მოუწოდა სამედიცინო პრაქტიკოსებს არასრულწლოვანებში აშშ სქესის შეცვლის პროცედურების შესრულება შეწყვიტონ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მავნე პრაქტიკაა არასრულწლოვანთათვის, რომელთაც “ბიოლოგიური სქესის მიუღებლობა აქვთ“.

“ჩვენ გვაქვს სერიოზული შეშფოთების საფუძველი ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვის თვალსაზრისით, რომლებიც გამოხატავენ დისკომფორტს თავიანთი ბიოლოგიური სქესის გამო. შემაშფოთებელია ახლა არსებული პროტოკოლი და მისი ეფექტი ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,“ - თქვა ჯილ სიმონსმა.

როგორც ჩანს, ამ განცხადებას სრულად ეთანხმება ილონ მასკოც, რომელმაც სიმონსის განცხადება X-ზე გადააზიარა.

დღის ამბები