29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
მოლდოვის ვიცე-პრემიერი: მოლდოვა ცდილობს, გააძლიეროს კავშირები ჩინეთთან

მოლდოვასა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესია - ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპსოიმ სააგენტო “სინჰუასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში, ჩინეთში, მოლდოვის ექსპორტი გაზრდილია. ის მოელის, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ვაჭრობის შემდგომ განვითარებას, განსაკუთრებით მოლდოვის სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ჩინეთში ღვინის ექსპორტის სფეროში. ასევე, ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.

“ჩინეთი უზარმაზარი ბაზარია,“ - ამბობს პოპსოი და “მოლდოვისთვის ძლიერი თანამშრომლობა მის ერთ-ერთ რეგიონთან, ან თუნდაც მის ერთ-ერთ დიდ ქალაქთან, ნიშნავს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს“.

მან შეაქო ჩინეთსა და მოლდოვას შორის კულტურული ურთიერთქმედება და იმედი გამოთქვა, რომ მეტი ადამიანთა შორის გაცვლა იქნება, მოუთმენლად ელოდება უფრო მეტ კულტურულ აქტივობებს ორივე ქვეყანაში.

ვიცე-პრემიერმა ასევე გამოთქვა სურვილი, გააფართოოს ტურიზმი და ახალგაზრდული გაცვლები და მოიწვიოს მეტი ჩინელი ვიზიტორი მოლდოვის უნიკალური გასტრონომიის, კულტურისა და ღვინის გამოცდილებისთვის.

დღის ამბები