29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენს საფრანგეთში უმასპინძლა

ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენს საფრანგეთში უმასპინძლა. ამერიკის პრეზიდენტი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ორმხრივ ურთიერთობებზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და უკრაინაზე ისაუბრეს.

“ჩვენ ერთად ვაორმაგებთ ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ რეგიონული ესკალაცია, განსაკუთრებით, ლიბანში," – თქვა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის და აშშ-ის პირველი პირები ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლებასაც გამოეხმაურნენ.

ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკა არ შეწყვეტს მუშაობას მანამ სანამ ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება და ცეცხლი არ შეწყდება.

დღის ამბები