29 სექტემბერი 2024,   03:08
ვრცლად
უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს.

“პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოლაპარაკების დროს მხარეებმა საფუძვლიანად განიხილეს შეთანხმების პროექტის ტექსტი და დაამტკიცეს ალგორითმი უახლოეს მომავალში შემდგომი ქმედებებისთვის.

მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, უკვე შეთანხმდნენ უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების პროექტზე და მის დასრულებას ივნისის ბოლოს აპირებენ.

დღის ამბები