29 სექტემბერი 2024,   03:36
ვრცლად
კაცს, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრს თავს დაესხა, 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კაცს, რომელიც 7 ივნისს, კოპენჰაგენში, დანიის პრემიერ-მინისტრს, თავს დაესხა, 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გავრცელებული ცნობით, პროკურორი თავისუფლების 26-დღიან აღკვეთას ითხოვდა.

თავდამსხმელი 39 წლის პოლონელი მამაკაცია, რომელიც დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ის ამტკიცებს, რომ პრემიერის მოწინააღმდეგე არ არის და პირიქით, მიიჩნევს, რომ მთავრობის კარგი ხელმძღვანელია, ქუჩაში მისმა დანახვამ კი გააოცა.

ცნობისთვის, შემთხვევა კოპენჰაგენში მოხდა - თავდასხმის შედეგად მეთთე ფრედერიქსენმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო..

დღის ამბები