29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ეგზიტპოლის თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ

ეგზიტპოლის თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე “ავსტრიის თავისუფლების პარტია“ ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო RAI News-ი ავრცელებს.

როგორც ავსტრიული მედია იუწყება, ულტრამემარჯვენე პარტიამ ხმების 27% მიიღო. მეორე ადგილზეა კონსერვატიული “სახალხო პარტია“ - 23,5%, ხოლო მესამეზე - “სოციალ-დემოკრატები“, რომლებმაც ხმების 23% მიიღეს.

თუ მონაცემები დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც “თავისუფლების პარტია“ ავსტრიის ეროვნულ არჩევნებში პირველ ადგილს დაიკავებს.

დღის ამბები