29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
მედია საპრონგოზო მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად, „ევროპის სახალხო პარტია“ 181 მანდატს მიიღებს, "სოციალისტები და დემოკრატები" - 135-ს

მედია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის პროგნოზს ავქეყნებს, რომელიც 11 სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს და 16 წინასაარჩევნო გამოკითხვას ეყრდნობა.

აღნიშნული მონაცემებით მანდატები ასე ნაწილდება:

"ევროპის სახალხო პარტია" - 181;

"სოციალისტები და დემოკრატები" - 135;

"ევროპული განახლება" - 82;

"ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" - 71;

"იდენტობა და დემოკრატია" - 62;

"მწვანეები - 53 ;

"მემარცხენეები" - 34;

მედიის ცნობებით, ევროპარლამენტის არჩევნებში აქტივობა 51% იყო. დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე მაღალი აქტივობა 1994 წლის შემდეგ. პროგნოზი ოდნავ აღემატება 2019 წლის 50,66%-იან აქტივობას.

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს მიმდინარეობდა. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს

დღის ამბები