29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
რობერტ ფიცო: კატეგორიულად არ ვეთანხმები “ერთი სწორი აზრის“ პოლიტიკას, რომელსაც დასავლეთის ზოგიერთი ტოპ-ქვეყანა დღეს ძალზედ აგრესიულად ატარებს, წინააღმდეგი ვარ საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნის ჩარევის

კატეგორიულად არ ვეთანხმები “ერთი სწორი აზრის“ პოლიტიკას, რომელსაც დასავლეთის ზოგიერთი ტოპ-ქვეყანა დღეს ძალზედ აგრესიულად ატარებს, წინააღმდეგი ვარ საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნის ჩარევის - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერ ფიცომ თავის პირველ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა მას შემდეგ, რაც 15 მაისს მკვლელობის მცდელობისას რამდენჯერმე ესროლეს და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

“ძალზედ მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ევროკავშირში განსხვავებული აზრის უფლება დღეს აღარ არსებობს.

მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ერთი სწორი აზრის პოლიტიკას, რომელსაც დასავლური დემოკრატიის ზოგიერთი ტოპ-ქვეყანა დღეს ძალზე აგრესიულად ატარებს. ჩემთვის მიუღებელია სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ან დემოკრატიის დაჩქარებული ექსპორტი იმ ქვეყნებში, რომლებსაც საკუთარი, განსხვავებული გზა აქვთ არჩეული.

სლოვაკეთს არა აქვს ეკონომიკური და სამხედრო რესურსები, რათა საკუთარი ინტერესები ძალის გამოყენებით დაიცვას, შესაბამისად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვუზრუნველვყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების მკაცრი დაცვა. ჩვენ საკმარისი გამბედაობა გვაქვს, რომ საკითხებს საკუთარი სახელები დავარქვათ და არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დიდ ქვეყანას ეხება ის,“ - აცხადებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

დღის ამბები