29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, გააკეთოს ყველაზე სამართლიანი არჩევანი საკუთარი თავისთვის და მომავალი თაობებისთვის - ემანუელ მაკრონი

მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, გააკეთოს ყველაზე სამართლიანი არჩევანი საკუთარი თავისთვის და მომავალი თაობებისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

“ჩემი ერთადერთი ამბიცია არის, რომ ვიყო სასარგებლო ქვეყნისთვის, რომელიც ასე ძალიან მიყვარს“, – წერს ემანუელ მაკრონი.

მაკრონის თქმით, საკანონმდებლო არჩევნები 30 ივნისს და 7 ივლისს ჩატარდება.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები