29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
ევროპელებმა საკუთარი ხმა დააფიქსირეს და მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსნაციონალური დემოკრატიული სავარჯიშო დასრულდა - რობერტა მეცოლა

ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო, მომავალი 5 წლის განმავლობაში კვლავაც ცენტრისტული იქნება. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს ევროპის სახალხო პარტია. იპიპის სავარაუდოდ 191 ადგილი ექნება.

ისევ მეორე ადგილზეა “სოციალ-დემოკრატების“ ბლოკი 135-ი მანდატით. ხმები დაკარგეს “მწვანეებმა“ და “განახლებულმა ევროპამ“.

ევროპარლამენტში მდგომარეობა გაიუმჯობესეს მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, “ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს“ 73-ი ადგილი ექნებათ. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები გახდა საფრანგეთში რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზეზი.

წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა. ასევე, ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები, ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცალოს შეფასებით, ევროპელებმა საკუთარი ხმა დააფიქსირეს და მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსნაციონალური დემოკრატიული სავარჯიშო დასრულდა.

“ევროპელებმა საკუთარი ხმა დააფიქსირეს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსნაციონალური დემოკრატიული სავარჯიშო დასრულდა. როგორ განისაზღვრება ახალი ევროპარლამენტის ადგილები, ამის პირველი პროგნოზი უკვე მზად არის. ეს ევროპარლამენტის -მეათე საკანონმდებლო ორგანოს პირველი რეალისტური სურათია. ამ პარლამენტში მუშაობა არ ხდება მხოლოდ მთავრობასთან და ოპოზიციასთან, მუშაობას განსაზღვრავს უმრავლესობა. ჩვენ ვხედავთ, რომ კონსტრუქციული პროევროპული ცენტრი შედგა და სწორედ ეს ცენტრი იქნება ფოკუსირებული, შექმნას ევროპული პროექტი, რომლითაც ჩვენ გვჭირდება მუშაობა“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

დღის ამბები