29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ჩვენთვის განსაკუთრებით რთული შედეგია, ჩვენ წავაგეთ ეს არჩევნები, მე ვიღებ პასუხისმგებლობას შედეგზე და პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დავტოვებ - ალექსანდრ დე კროო

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს შედეგი არ უნდა დამდგარიყო, თუმცა ის იღებს პასუხისმგებლობას და თანამდებობას დატოვებს.

მისი განმარტებით, ბელგიას სწრაფად სჭირდება შესაბამისი ძალაუფლების მქონე ახალი მთავრობა, რომელსაც შეუძლია თავისი ამოცანების შესრულება.

“ჩვენთვის განსაკუთრებით რთული შედეგია. ჩვენ წავაგეთ ეს არჩევნები. მე ვიყავი ამ კამპანიის ფიგურა. ეს არ არის ის მონაცემები, რომლის იმედიც მქონდა. ამიტომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას შედეგზე: ეს არ უნდა მომხდარიყო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დავტოვებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას სწრაფად სჭირდება შესაბამისი ძალაუფლების მქონე ახალი მთავრობა, რომელსაც შეუძლია თავისი ამოცანების შესრულება. ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი ხალხის დარწმუნება. ჩვენ ლიბერალები ვართ, მებრძოლები და გამძლეები და დარწმუნებული ვარ, ისევ მყარად ვიდგებით“, - განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.

დღის ამბები