29 სექტემბერი 2024,   02:13
ვრცლად
ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა. მონაცემები ევროპაში პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმა “ევროპის საუკეთესო მიმართულებამ“ გამოაქვეყნა. ბათუმი, ორგანიზაციის გზამკვლევში, მონაკოს და ჟენევის შემდეგ, მესამე ადგილზეა. საუკეთესო ათეულშია ნიცა, პარიზი და მილანი.

სტატიაში ნათქვამია, რომ აჭარის რეგიონი ინვესტორების მოსაზიდად მრავალ საგადასახადო შეღავათს სთავაზობს. კერძოდ, ის უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებას, დაიბრუნონ საკუთარი შემოსავალი გადასახადების დაფარვის შემდეგ, ეს ბიზნესის კეთების სრულ თავისუფლებას უზრუნველყოფს, რასაც ემატება ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთი. ასევე, აღნიშნულია, რომ ბიზნესის რეგისტრაცია ერთ დღეშია შესაძლებელი.

დღის ამბები