18 ივნისი 2024,   16:43
ვრცლად
რძესა და რძის პროდუქტებზე კონტროლი გაძლიერდა - როგორია 2024 წლის პირველი 5 თვის შემოწმების შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ.

2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად, გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

"რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებსა და ასოციაციებთან. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, ყველის მწარმოებლებმა ბაზარზე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სააგენტოს მიერ დარგის გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯები და გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს", - აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით აღებულ 60 ნიმუშში დარღვევის მაჩვენებელმა შეადგინა 13%-ზე მეტი, ხოლო 2023 წელს აღებული 250 ნიმუშიდან დარღვევა 4,4%-ში გამოვლინდა.

დღის ამბები