28 სექტემბერი 2024,   02:09
ვრცლად
ისტორიულ მატჩამდე 5 საათი რჩება - "კურიერის" პირდაპირი ჩართვა დორტმუნდიდან

ზუსტად 5 საათი ისტორიულ მატჩამდე - საქართველოს სადებიუტო შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი დროით 20:00 საათზე იწყება. დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და მონაწილეობით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. ევროპის კონტინენტის პირველობაზე პირველად აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. შეხვედრას ჩვენი ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ დორტმუნდში გამართავს.

უკვე ადგილზეა 10 000-ზე მეტი ქართველი ქომაგი. ქართველი გულშემატკივრები დორტმუნდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, დილიდან შეიკრიბნენ. შეკრების მთავარი ადგილი დორტმუნდის ვესტ პარკია. აქ ქართველი გულშემატკივრებისთვის მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც საქართველოს ჰიმნიც გაჟღერდა. მატჩის დაწყებამდე, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობა მოეწყობა. 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები