18 ივნისი 2024,   17:00
ვრცლად
"დღეები მიდიან" - ბათუმში, ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

"დღეები მიდიან" - ბათუმში, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ ორკესტრის თანხლებით წარმოდგენილ ვერსიებს სცენაზე ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები თამარ გვერდწითელი, გიორგი სუხიტაშვილი და სოფო ხალვაში შეასრულებენ. მაყურებელს საშუალება ექნება, კომპოზიტორის უკვდავი ჰიტების საინტერესო მუსიკალურ ვერსიებს კიდევ ერთხელ მოუსმინოს.

დღის ამბები