27 ივნისი 2024,   00:56
ვრცლად
მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის - დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა, ყველაფერი წინაა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობას უხდის.

“მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!“ - წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

დღის ამბები