29 სექტემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ღაზის სექტორზე თავდასხმას, ბოლო 24 საათში, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - თავდასხმას ღაზის სექტორზე, ბოლო 24 საათში, 101 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის - ბავშვები.

პარალელურად, ისრაელის ქალაქებში ყოველკვირეული დემონსტრაცია იმართება. აქციის მონაწილე ათასობით ადამიანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და მძევლების გასათავისუფლებლად "ჰამასთან" სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს. ძირითადი საპროტესტო აქციები თელ-ავივსა და იერუსალიმში იმართება.

დღის ამბები