29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ინდოეთში, ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ინდოეთში, ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. 100-მდე პირი ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში რჩება.

შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტამილ-ნადუს შტატში მოხდა. სასმელს სავარაუდოდ მეთანოლი ჰქონდა გარეული.

შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ. ფალსიფიცირებული ალკოჰოლის წარმოებისა და გაყიდვასთან დაკავშირებით, დაკავებულია შვიდი ადამიანი.

დღის ამბები