30 ივნისი 2024,   22:15
ვრცლად
პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა იგეგმება

პარლამენტში "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე ცვლილებების ინიცირების მიზნად, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ასახელებს. 

"საკანონმდებლოს გარდა ეს არის ერისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება და სწორედ ამიტომ ის უნდა აისახოს კონსტიტუციაში. თუ გადავხედავთ არა მხოლოდ ჩემი კოლეგების, არამედ ამერიკის პედიატრთა საზოგადოების მოსაზრებას დავინახავთ, რომ ისინიც უკვე გამოდიან ინიციატივით, რომ მსგავსი რამ აიკრძალოს ამერიკაში, შესაბამისად ევროპაშიც", - განაცხადა ზაალ მიქელაძემ. 
დღის ამბები