28 სექტემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ამ ყველაფერს მძიმე შედეგები ექნება, პირველ რიგში "ქართული ოცნებისთვის" - ბექა ლილუაშვილი ლუქსემბურგში მიმდინარე სხდომაზე

ლუქსემბურგის მიმდინარე სხდომის პარალელურად, პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს. მათი თქმით, ახლა საქართველოსთან მიმართებით არა სადამსჯელო ზომებზე, არამედ მოლაპარაკებების გახსნაზე უნდა იყოს საუბარი.

ინდივიდუალური სანქცირების საკითხს არარეალურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც მიაჩნიათ, რომ შეზღუდვები არ იქნება, რადგან ხელისუფლების ევროპული მიზანი არ შეცვლილა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" არ გადადგამს ნაბიჯებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისკენ, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

"ამ ყველაფერს მძიმე შედეგები ექნება, პირველ რიგში "ქართული ოცნებისთვის". ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება, დღეს უზარმაზარი პრობლემის წინაშე დგას.ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირს შორის ინტეგრაციის პროცესი გაყინულია. ეს არის მძიმე მოცემულობა, შეიძლება ითქვას უპრეცედენტო. ამიტომ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ "ქართული ოცნება" არ გადადგამს ნაბიჯებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისკენ, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ლუქსემბურგში ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო სხდომა იმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.

დღის ამბები