28 სექტემბერი 2024,   20:48
ვრცლად
არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზაზე - გურამ მაჭარაშვილი ლუქსემბურგში მიმდინარე სხდომაზე

"ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ნებისმიერი მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ადგილზე.

მაჭარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირში დაფიქრდებიან იმ ფაქტზე, რომ საქართველო მშვიდობიანად და პატიოსნად დგას ევროკავშირის გზაზე.

"ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს. მათივე ინსტიტუტების შეფასებით, ნებისმიერი მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ადგილზე. პირველ ადგილზეა კანდიდატებს შორის და ბევრ შემთხვევაში უსწრებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. შესაბამისად, ამ მონაცემების საფუძველზე, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეაფერხონ ევროინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება კარის დახურვას, მე მგონი, ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის, წამყვანმა ევროპის სახელმწიფოს საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, კარები დაუხურა თვითონ ამ ულტრა ლიბერალურ და ფაშისტურ მიდგომებს. დავფიქრდეთ იმაზე და იმედი მაქვს დაფიქრდებიან ევროკავშირშიც, რომ საქართველო მშვიდობიანად და პატიოსნად დგას ევროკავშირის გზაზე და ტყუილად ნურავინ ნუ დააბრალებს იმას, რომ საქართველოს არ უნდა ევროინტეგრაცია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ლუქსემბურგში ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო სხდომა იმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.

დღის ამბები