28 ივნისი 2024,   14:08
ვრცლად
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი შეზღუდვების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორები როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა - ამას გარდა დამტკიცებული დოკუმენტი ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას.

ახალი შემზღუდველი ზომების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებსა და ფონდებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსეთიდან დაფინანსების მიღების უფლება აღარ ექნებათ.

სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 116 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამომთხრელი ან საფრთხის შემქმნელი საქმიანობისთვის დასანქცირდნენ.

შეზღუდვები ითვალისწინებს აღნიშნული ფიზიკური პირების და ორგანიზაციების აქტივების გაყინვას, ასევე მოგზაურობის აკრძალვას.

დღის ამბები