საგარეო უწყება დიასპორული ურთიერთობების, ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერის, მექანიზმების დახვეწის მუდმივ ძიებაშია - ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საგარეო უწყება დიასპორული ურთიერთობების, ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერის, მექანიზმების დახვეწის მუდმივ ძიებაშია. მიმდინარეობს აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დიასპორასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ორიენტირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის თვალსაზრისით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, თუ რაოდენ დიდია ეკლესიის როლი და ავტორიტეტი დიასპორაში. დარწმუნებულ ვარ, დიასპორის ფორუმი ტრადიციულად წარმოაჩენს თანამშრომლობის განვითარების ახალ პერსპექტივებს და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დაადასტურებს თქვენს სურვილს, თქვენი ცოდნა, ნიჭი და პოტენციალი მოახმაროთ ჩვენს სამშობლოს. დაგვანახებს ერთიანობის სურვილს, საერთო მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, მის წინსვლას და აღორძინებას უკავშირდება," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.