30 ივნისი 2024,   09:29
ვრცლად
ჩინეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

ჩინეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩში გამარჯვებასა და ისტორიულ შედეგს ულოცავს. ამის შესახებ ჩინეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

"გილოცავთ ისტორიულ მიღწევას. ერთი გოლი, ერთი ფრე და ერთი გამარჯვება, ჩინეთის ნაკრები ასევე ოცნებობდა ამაზე, როდესაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, თუმცა… თქვენ ეს შეძელით! გააგრძელეთ ბრძოლა!“, – ნათქვამია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.

ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება

დღის ამბები