28 სექტემბერი 2024,   20:54
ვრცლად
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, ყველა მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს მინდა გულითადად მოგილოცოთ სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე - პრემიერი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, ყველა მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე, სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვე სამი ათწლეულია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვასა და გაძლიერებაში.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სტადიონი, ექსტრემალური მართვის მშენებარე საწვრთნელი მოედანი, სასროლეთი, ავტომუზეუმი. მოეწყო დასაცავ პირზე შენობაში თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კორტეჟზე თავდასხმა-მოგერიების და კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია.

ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ მოწვეულ სტუმრებს სამსახურის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიების დასასრულს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისთვის, სამსახურის შექმნის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.

დღის ამბები