29 სექტემბერი 2024,   02:42
ვრცლად
სოფელ წიწამურის მიმდებარედ, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია - GWP

Georgian Water and Power-ის ინფორმაციით, წყალმომარაგება სრულად აღდგენილია. მათი ცნობით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე სამუშაოები დასრულებულია.

"სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. Georgian Water and Power-ის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

დღის ამბები