29 სექტემბერი 2024,   00:42
ვრცლად
NATO-ს ახალი ხელმძღვანელი ხვალ ოფიციალურად დასახელდება - ვინ ჩაუდგება ალიანსს სათავეში

ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მომავალ ხელმძღვანელს ოფიციალურად დაასახელებს. როგორც "ფრანს-პრესი" წერს, NATO-ს სათავეში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ჩაუდგება.

დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, მედიასაშუალება იუწყება, რომ ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ელჩებმა მის დანიშვნას მწვანე შუქი უკვე აუნთეს.

NATO-ს ამჟამინდელ ხელმძღვანელს - იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა 1-ელ ოქტომბერს ეწურება.

მარკ რუტე ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა პრემიერის თანამდებობას. ის მთავრობის მეთაური 2010 წელს გახდა.

 

დღის ამბები