29 სექტემბერი 2024,   01:49
ვრცლად
"კლანი ძლიერდება" - პაატა მანჯგალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით

დეპუტატები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს კენჭს დღეს უყრიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გოჩა ჯეირანაშვილის, გიზო უბილავას და ბადრი შონიას კანდიდატურებს უკვე ჰქონდათ მხარდაჭერა.

ოპოზიცია მათ მხარს არ უჭერს, რადგან მიიჩნევენ, რომ ე.წ. კლანურ მმართველობასთან არიან კავშირში. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ სასამართლო სისტემა მაღალი რეპუტაციის მქონე წევრებით დაეკომპლექტებინათ, მათი გაძლიერება კლანის წევრების დანიშვნით ხდება.

"კლანი ძლიერდება მაშინ, როცა 9 პუნქტიანი პირობით შეთავაზება იყო, მაღალი რეპუტაციის მქონე სანდო ადამიანები ყოფილიყო წარმოდგენილი, პირიქით ხდება, კლანის წევრებით ხდება სასამართლო სისტემის გაძლიერება. არა უშავს, როგორმე ოთხი თვე უნდა გავძლოთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.


დღის ამბები