29 სექტემბერი 2024,   02:28
ვრცლად
აშშ-ის თავდაცვის მდივანს და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - პეტ რაიდერი

აშშ-ის თავდაცვის მდივანს და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა.

"სატელეფონო საუბრისას თავდაცვის მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა", - განაცხადა პეტ რაიდერმა.

მანვე აღნიშნა, რომ ბოლოს, შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს 2023 წლის 15 მარტს ესაუბრა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა. ახლა ამ პოსტზე ანდრეი ბელუსოვია.

დღის ამბები