29 სექტემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ნატოს ახალი გენერალური მდივანი 1 ოქტომბრიდან ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე გახდება

მარკ რიუტე 1 ოქტომბრიდან ნატოს ახალი გენერალური მდივანი გახდება - გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოს კონსენსუსის შედეგად მიიღო.

იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ვადა 1 ოქტომბერს ეწურება, მის პოსტს კი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე დაიკავებს - წერია ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა რიუტე და აღნიშნა, რომ ნატო არის და დარჩება დასავლეთის კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედი. მომავალმა გენმდივანმა აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია სტოლტენბერგის მუშაობით და პასუხისმგებლობით გააგრძელებს მის მისიას.

დღის ამბები