29 სექტემბერი 2024,   02:39
ვრცლად
საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 16-ე პოზიცია დაიკავა

საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი 16-ე პოზიცია დაიკავა.

საქართველოს წარმატების შესახებ ცნობილი გახდა ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევის შემდეგ, რომელიც 48 ქვეყანაში ჩატარდა.

NCSI-ის ინდიკატორები შემუშავებულია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით.

NCSI ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოების გაზომვად ასპექტებზე:

1. მოქმედი კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ა.შ.
2. შექმნილი ერთეულები – არსებული ორგანიზაციები, განყოფილებები და ა.შ.
3. თანამშრომლობის ფორმატები – კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები და ა.შ.
4. შედეგები – პოლიტიკა, სავარჯიშოები, ტექნოლოგიები, ვებგვერდები, პროგრამები და ა.შ.

საქართველომ უმაღლესი, 100%-იანი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან ინდიკატორებში როგორიცაა, 1. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა; 2. პირადი მონაცემების დაცულობა და 3. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

ნაციონალური კიბერუსაფრთხოებს ინდექსს "ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდი" აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მდებარეობს. 

დღის ამბები