30 ივნისი 2024,   19:26
ვრცლად
ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ტელედებატები გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული ტელედებატები დასრულდა.
 
ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს მილიონობით ამომრჩევლის წინაშე დაუპირისპირდნენ.

კანდიდატებმა ამომრჩევლებს საკუთარი პოზიციები და ხედვა წარუდგინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, იმიგრაცია, ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთთან ურთიერთობები და სხვა შიდა თუ საგარეო საკითხები.

ამ ეტაპზე, დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ოფიციალურ კანდიდატებად ჯერ არ დაუსახელებიათ. ეს პარტიების ყრილობებზე მოხდება, რომელიც აგვისტოში გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნები კი 5 ნოემბერს ჩატარდება. 
დღის ამბები