02 ივლისი 2024,   17:19
ვრცლად
ლევილში, ქართული ფესტივალის მე-6 კვირა საზეიმოდ დაიწყო

ლევილში, ქართული ფესტივალის მე-6 კვირა საზეიმოდ დაიწყო. ისტორიულ მამულში წალენჯიხის, ლენტეხის, ხარაგაულის, ქობულეთის, ყვარლის, გორის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელების კონცერტით დაიწყო და ანსამბლმა "ლალხორმა" გააგრძელა.

სტუმრებმა ნახეს ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლი "მახინჯი იხვის ჭუჭული". ხრიდოლის ოსტატებმა კი სტუმრებს ქართული საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის საინტერესო ილეთები უჩვენეს.

ფესტივალის სტუმრები შეხვდნენ კალიგრაფ გიორგი სისაურს, რომელმაც ქართული დამწერლობის მასტერკლასები ჩაატარა.

დღის ამბები