30 ივნისი 2024,   19:32
ვრცლად
სტუდფესტი 2024 დასრულებულია - გამოვლინდა 700-მდე გამარჯვებული

სტუდფესტი 2024 დასრულებულია. გამოვლინდა 700-მდე გამარჯვებული. წელს ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე ჰყავდა.

სტუდფესტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტებს შორის ინტელექტუალური და სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნითი ღონისძიება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სიტყვით გახსნა. ფესტივალი კონცერტით დასრულდა.

"ეს მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს საგანმანათლებლო სერვისების გარდა შევთავაზოთ სხვა აქტივობები, რომლებიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის მათ სტუდენტურ ცხოვრებას და გაახალისებს, ასევე შესძენს სხვადასხვა უნარებს. რაც მთავარია, სტუდენტები გაიცნობენ ერთმანეთს. ფესტივალი უდიდესი წარმატებით დასრულდა და 700-მდე გამარჯვებული დავასახელეთ", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები