30 ივნისი 2024,   22:22
ვრცლად
ოპოზიციის დიდი ნაწილი არ აპირებს მოსვლას, რაც ნიშნავს, რომ კარგად იციან, ირაკლი კობახიძესთან დებატებში წაგებულები იქნებიან - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება, არ დაესწრონ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის განხილვას, ნიშნავს იმას, რომ იციან, ირაკლი კობახიძესთან დებატებში, წაგებულები იქნებიან.

"ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ აპირებს მოსვლას, ნიშნავს იმას, რომ კარგად იციან, ირაკლი კობახიძესთან დებატებში, ყველა შემთხვევაში წაგებულები იქნებიან. თან იმ ფონზე, როდესაც პრემიერ მინისტრის პოსტზე საქართველოს მთავრობას ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით. იქნება საინტერესო ირაკლი კობახიძის გამოსვლა. ერთის მხრივ, ის რომ საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, მეორე მხრივ, ჩვენ გვექნება კითხვები, თუ როგორ აპირებს პრემიერი თავის მთავრობასთან ერთად რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და რაც მთავარია, დიდ სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები