30 ივნისი 2024,   22:03
ვრცლად
ისტორიას დარჩება კოლექტიური ნაცმოძრაობის მავნებლური ზრახვები, რომლებმაც თავიანთი უსამშობლოობის ლუსტრაცია მოახდინეს - რატი იონათამიშვილი

ევროპული საბჭო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს. კერძოდ უცხოური გავლენების შესახებ კანონის დამტკიცება კომისიის მიერ შეფასებულია უკუსვლად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით. ამის შესახებ წერია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის იმედები არ გამართლდა და ვიზალიბერალიზაციაზე და მსგავს საკითხებზე  გადაწყვეტილება არავის მიუღია.

იონათამიშვილის თქმით, ევროპის მხრიდან უბრალოდ პოლიტიკური შეფასებები კეთდება.

"თვეების მანძილზე ზეიმი ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, რომ თითქოს მოხდებოდა საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება და დღის წესრიგში იქნებოდა ვიზალიბერალიზაციაზე და მსგავს საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ ფაქტია რომ გადაწყვეტილებები მიღებული არ არის და უბრალოდ კეთდებოდა პოლიტიკური შეფასებები, პოლიტიკურ შეფასებებს რა ფასი აქვს კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ. 

ისტორიას დარჩება კოლექტიური ნაც მოძრაობის მავნებლური ზრახვები, რომლებმაც თავიანთი უსამშობლოობის ლუსტრაცია მოახდინეს,"- აცხადებს იონათამიშვილი. 

დღის ამბები