03 ივლისი 2024,   13:23
ვრცლად
ლევილის მამულში ქართული ფესტივალის მე-6 კვირა ანშლაგით დაიხურა

ქართული ფესტივალის მეექვსე კვირა ლევილის ისტორიულ მამულში კულტურულ-სპორტული ღონისძიებებით დასრულდა. 30 ივნისს მაყურებლის წინაშე წარდგნენ სხვადასხვა რეგიონის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები და ანსამბლი "ლალხორი". ხრიდოლის ოსტატებმა საჩვენებელი შერკინება გამართეს.

ლევილის მამული ქართულ დღეებს ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს. ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება.

 

დღის ამბები