04 ივლისი 2024,   21:51
ვრცლად
თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია, სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება - აითაჯ შახმაროვას მამა

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას აითაჯ შახმაროვას მამამ სამართლიანი უწოდა და გამოძიებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა:

"სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, მივესალმები, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია, გამოძიება წარიმართა სამართლიანად და შედეგიც შესაბამისია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც ამ საქმის გამოძიებაში იყო ჩართული," - აცხადებს აითაჯ შახმაროვას მამა ისა შახმაროვი.

დღის ამბები