უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Bloomberg-თან ინტერვიუში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე ისაუბრა.
ზელენსკის განცხადებით, "უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ შეიძლება", რადგან საჭიროა გეგმა.
ზელენსკის განმარტებით, უკრაინა პუტინს არ ენდობა, რადგან ის აგრესორია.
"არ შეიძლება უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტაზე ვისაუბროთ, საჭიროა გეგმა. ჩვენ არ ვენდობით პუტინს, რადგან ის ჩვენთვის მკვლელი და აგრესორია. მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთი აღირებს იმას, რომ რუსეთი აგრესორია და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.