07 ივლისი 2024,   11:38
ვრცლად
მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

სამუშაო პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

ცნობისთვის, მთაწმინდის ფერდზე, ძლიერი დაკვამლიანება იყო - ცეცხლი ოქროყანის გზისკენ, ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობდა .

დღის ამბები