06 ოქტომბერი 2024,   11:35
ვრცლად
მომღერლის, სახალხო არტისტის, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებლის - ილია ზაქაიძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა

მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტის, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებლის - ილია ზაქაიძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ქალაქ დუშეთის ცენტრალურ მოედანზე, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" სოლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენაც. საღამოს, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ილია ზაქაიძე 1924 წლის 7 ივლისს ქალაქ დუშეთში დაიბადა. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის, ღირსების ორდენი და საპატიო სიგელები. სწორედ ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ ერთად შესრულებული სიმღერა "ჩაკრულო" გაგზავნა "ნასამ" კოსმოსში. 1977 წელს.

 

დღის ამბები