"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა.
ვარლამ ლიპარტელიანმა მოსახლეობასთან ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა განიხილა. ისაუბრა მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და შეკრებილებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა.