29 სექტემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ნაპოლეონის კუთვნილი პისტოლეტები აუქციონზე 1.69 მილიონ ევროდ გაიყიდა

ორი პისტოლეტი, რომელიც ფრანგ იმპერატორს, ნაპოლეონ ბონაპარტს ეკუთვნოდა აუქციონზე 1.69 მილიონ ევროდ გაიყიდა. ისტორიის მიხედვით, ეს სწორედ ის პისტოლეტებია, რომლითაც ის თვითმკვლელობას აპირებდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ვარაუდობდნენ, რომ იარაღის პარიზული მწარმოებლის Louis-Marin Gosset-ის მიერ შექმნილი პისტოლეტები, 1,2-დან 1,5 მილიონ ევრომდე ეღირებოდა.

გაყიდვა Osenat-ის აუქციონზე, ფონტენბლოს სასახლის გვერდით გაიმართა, სადაც ნაპოლეონმა, 1814 წელის გადადგომის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა.

პისტოლეტები მას შემდეგ გაიყიდა, რაც საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ისინი ეროვნულ საგანძურებად შეაფასა და მათი ექსპორტი აკრძალა

დღის ამბები