29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ბოლო 24 საათში დაიღუპა 40 და დაშავდა 75 ადამიანი

ისრაელი სამხედრო ოპერაციებს, ანკლავის როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით აგრძელებს. ბოლო 24 საათში დაიღუპა 40 და დაშავდა 75 ადამიანი.

პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობის განცხადებით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან შეტევა განახორციელეს ისრაელის სამეთაურო პუნქტზე ღაზაში.

ისრაელის სამხედრო ძალებმა კი ღაზაში მორიგი მასობრივი ევაკუაციის ბრძანება გასცა.

პალესტინის წყაროების ცნობით, "ჰამასის" ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო ერთ-ერთი იმ ოთხ ადამიანს შორის, რომელიც ღაზაში მდებარე სკოლაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.

ოფიციალური ისრაელის განმარტებით, მათ იერიში შენობის იმ ნაწილზე მიიტანეს, სადაც "ტერორისტები იმალებოდნენ".  

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის განცხადებით, შუამავლები "ცდილობდნენ "ჰამასსა" და ისრაელს შორის უფსკრულის დახურვას", თუმცა ჯონ კირბის განმარტებით, შეთანხმებაში ხარვეზები კვლავ რჩება.

დღის ამბები