29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
კალიფორნიის შტატის პოლიციამ, ტყის ხანძრის დროს დაკარგული 13 ტურისტის პოვნა შეძლო

კალიფორნიის შტატის პოლიციამ, ტყის ხანძრის დროს დაკარგული 13 ტურისტის პოვნა შეძლო. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ჯგუფის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიცია 16-დან 20 წლამდე ასაკის 13 ადამიანს ეძებდა.

ადგილობრივი შერიფის ოფისის განმარტებით, ტყის ხანძრის და ძლიერი დაკვამლიანების გამო, ტურისტების ჯგუფმა ტყიდან გამოსვლა ვერ შეძლო. ევაკუაცია ვერტმფრენის საშუალებით განხორციელდა. კალიფორნიის შტატში სანტა-ბარბარაში ხანძარმა უკვე 8000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა, ამ მომენტისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის 8%-ის ლოკალიზება შეძლეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.

დღის ამბები