29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
"მეტალი გადახურებისგან გაფართოვდა" - ნიუ-იორკის ხიდი სიცხის გამო გახსნილ მდგომარეობაში გაიჭედა

ნიუ-იორკის ხიდი, რომელიც მესამე ავენიუზე მდებარეობს, მაღალი ტემპერატურის გამო გადახურდა და გახსნილ მდგომარეობაში გაიჭედა. ის ბრონქსსა და მანჰეტენს აკავშირებს ერთმანეთთან. შექმნილი ვითარების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.

ინფორმაციას და ვიდეო კადრებს BBC ავრცელებს.

ნიუ-იორკის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქის მეხანძრე-მაშველები ადგილზე ნავებით მივიდნენ და მეტალის წყლით გაციებას ცდილობდნენ, რათა გადახურებისაგან გაფართოებულ მეტალს საწყისი ფორმა მიეღო და ხიდის მოძრაობა აღდგენილიყო.

დღის ამბები