29 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
"კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ დრო არა უკრაინის, არამედ რუსული ძალების მხარესაა" - ვიქტორ ორბანი

"კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ დრო არა უკრაინის, არამედ რუსული ძალების მხარესაა" - ამის შესახებ ნათქვამია ვიქტორ ორბანის არაოფიციალურ წერილში, რომელიც ორმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა და რომელიც, მათი ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიწერა.

ორბანი ჰყვება, რომ პუტინის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები თვეში 40-50 ათასს აღწევს. ის გაკვირვებულია იმით, რომ ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. ამავე დროს, მისი თქმით, მოსკოვი მზადაა განიხილოს ნებისმიერი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც არ იქნება გამოყენებული უკრაინული ძალების ფარული გადაჯგუფებისთვის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპა სამშვიდობო პროცესის დაწყების ინიციატივით უნდა გამოვიდეს.

ვიქტორ ორბანი 2 ივლისს უკრაინაში, 5 ივლისს კი რუსეთში იმყოფებოდა, სადაც ჯერ ზელენსკის, შემდეგ კი პუტინს შეხვდა.

დღის ამბები