29 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
10 მილიონ დოლარად დაქირავებული ჯანსტინ ბიბერი და გრანდიოზული წინასაქორწილო წვეულება - აზიის უმდიდრესი ბიზნესმენის ვაჟი ქორწინდება

ამერიკელმა მომღერალმა, Justin Bieber-მა, ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ვაჟის წინასაქორწილო წვეულებაზე იმღერა, რისთვისაც მას 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში, აზიის უმდიდრესმა ბიზნესმენმა მუკეშ ამბანიმ მისი ვაჟის - ანანტ ამბანის და მომავალი რძლის რადიკა მერჩანტის პატივსაცემად, წინასაქორწინო სამდღიანი წვეულება გამართა, რომელზეც მსოფლიოს მედია წერდა.

მაშინ სტუმრების წინაშე კონცერტი მომღერალმა რიანამ გამართა. არსებული ინფორმაციით, მას 7 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

წყვილის მთავარი საქორწილო წვეულება მომავალ კვირას იგეგმება.

მუკეშ ამბანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის კომპანია Reliance Industries-ის ხელმძღვანელია. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 115 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

დღის ამბები